მარნეულელი აქტივისტის ძმის საქმის განხივლვაზე მოსამართლემ მოსარჩელე მხარე პროცესიდან გააძევა
დღეს, 5 მარტს, პირველი ინსტაციის სასამართლოში მანუჩარ მუმლაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდა. მოსამართლე დავით წერეთელმა მოსარჩელე მხარეს მოწმის დასაკითხად 5 წუთი მისცა. ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის მიერ დამატებითი ორი კითხვის დასმის მოთხოვნის შემდგომ კი მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში მანუჩარ მუმლაძის ძმამ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა გიორგი მუმლაძემ გამოაქვეყნა. გიორგი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მისი ძმის წითელი ხიდის სამმართველოდან მესტიაში გადაყვანა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებსა და მის აქტიურობას უკავშირდება. მესტიის სამმართველოში გადაყვანა, გიორგი მუმლაძის თქმით, ფაქტობრივად უმუშევრად დარჩენას ნიშნავდა, ვინაიდან, სამუშაო ანაზღაურება იქ ყოფნის შემთხვევაში ნახევრდებოდა.

სასამართლოზე დღეს ის ადამიანი იკითხებოდა, ვინც მანუჩარ მუმლაძის როტაციის ბრძანება გამოსცა.

„იკითხებოდა პატაკის დამწერი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე კოკა მელქაძე, რომელმაც შეასრულა ეს დავალება. როდესაც ჩვენ გამოკითხვის პროცესში ვიმყოფებოდით მოსამართლემ გვითხრა, რომ ხუთი წუთი გვქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები რომ უნდა დაგვესვა, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ უფლება არ მოგვცა და გაგვაძევა დარბაზიდან. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ სასამართლოს წინასწარ ჰქონდა განწყობა, რომ ამ ადამიანს ბევრი არ უნდა ესაუბრა პროცესზე, რათა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის პრობლემები არ შეექმნათ“ - გვეუბნება გიორგი მუმლაძე

აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მუმლაძის როტაციის ბრძანება სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა. საქმესთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციას რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმაც და უწყებას მოუწოდა, რომ მუმლაძის როტაციის ბრძანება ბათილად ცნონ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები