„30 მაინც საკმარისია იმისათვის, რომ მაჟორიტარები გვყავდეს“ - თამაზ ნავერიანი საპარლამენტო არჩევნების ცვლილებებზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული წესით, მაგრამ მაჟორიტარი და პროპორციული დეპუტატების შეცვლილი რაოდენობით ჩატარდება.

120/30-ზე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის შეთანხმებით, ასე გადანაწილდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა თქვა, რომ აღნიშნული სისტემით ორივე მხარემ მიაღწია მიზანს.

„30 მაინც საკმარისია იმისათვის, რომ მაჟორიტარები გვყავდეს“ - თქვა თამაზ ნავერიანმა

2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი. ახალი სისტემით კი მარნეულში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება.

თამაზ ნავერიანის თქმით, ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი თუ ვინ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება საკმარის ხმებს დააგროვებს იმისათვის, რომ მთავრობის ჩამოყალიბების პრობლემა არ შეექმნას. თუმცაღა, თუ საჭიროება დადგა კოალიციის შექმნის, ჩვენ მოველაპარაკებით სხვადასხვა პარტიებს და ვნახოთ“. - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით პარტიაში მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რადიო „მარნეულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს მარნეულის კიდევ ერთი მაჟორიტარი რუსლან გაჯიევი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები