„მოლაპარაკებები მიდის, რომ „ენმ“ და „ევროპული საქართველო“ ერთ კანდიდატს დაასახელებს“ - ახმედ იმამკულიევი 2020-ის არჩევნებზე
საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს შერეული სისტემით გაიმართება. პარლამენტი 120 პროპორციული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარი კანდიდატით დაკომპლექტდება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ახმედ იმამკულიევმა თქვა, რომ ეს არაა ის შედეგი, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, მაგრამ მანდატების ამდაგვარი გადანაწილება მაინც მისაღებია.

„ჯერ-ჯერობით ესეც არაა დასრულებული, ეს უბრალოდ სიტყვიერი შეთანხმებაა. დღეისთვის, ეს სისტემა მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არ გადააგდებს ელჩებს, ოპოზიციას და ქართველ ხალხს, ისევე როგორც 20 ივნისის შემდეგ“ - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

მარნეულის საკრებულოს წევრის თქმით, ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეთანხმება პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით და იმედს იტოვებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებს გაანთავისუფლებს.

ახმედ იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ქვემო ქართლში, სავარაუდოდ, სამი მაჟორიტარული ოლქი იქნება. მარნეულის მოსახლეობის სიდიდის გათვალისწინებით კი მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

„ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი კანდიდატის ვინაობა, მაგრამ მოლაპარაკებები მიდის, რომ „ენმ“ და „ევროპული საქართველო“ ერთ კანდიდატს დაასახელებს“ - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარენული ორ მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები