„მარნეულის მერიის თანამშრომლების 70% დისტანციურად მუშაობს“ - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის გამო, ნაწილობრივ, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

მარნეულის მერმა ზურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მერიის თანამშრომელთა 70% დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უკვე გადავიდა.

„ახლა, ძირითადად, ზედამხედველობა, ინფრასტრუქტურა, კანცელარიის გარკვეული ნაწილი და შესყიდვების სამსახურის თანამშრომლები არ არიან დისტანციურ მუშაობაზე გადასული“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციის მიხედვით, დისტანციური მუშაობა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ორი კვირის შემდგომ მერია კვლავ დისტანციური მუშაობის რეჟიმში დარჩეს.

მარნეულის მერიამ 12 მარტს მოსახლეობას მოუწოდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა მერიაში მისვლისაგან თავი შეეკავებინათ.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეძლებს.

ცხელი ხაზი: (0357) 22 33 21;
საინფორმაციო ხაზი: 591 95 95 09
ელექტრონული ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მერიის სამსახურების საკონტაქტო:

ადმინისტრაციული სამსახური - ნინო დეკანოიძე; ტელ: 599 85 99 80
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური - გიორგი მეურმიშვილი; ტელ: 514 17 17 17
შიდა აუდიტის სამსახური - ბესო ნიჟარაძე; ტელ.: 595 46 94 54
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური-ვუგარ მამედოვი; ტელ: 599 85 99 90
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური - ვაჟა შუბითიძე; ტელ: 595 59 59 08
ზედამხედველობის სამსახური - გელა მუმლაძე; 591 97 48 97
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - ლერი ფანგანი ტელ: 599 85 99 69
ეკონომიკის სამსახური - ინგა გოდოლაძე-ქორიძე; 599 08 02 05

Print