სახელმწიფო მოსახლეობის ნაწილს კომუნალურებს 3 თვით დაუფინანსებს
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ თვის განმავლობაში, სახელმწიფო 3 თვით სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ასევე 200 მეტრკუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი და მაისი – სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც” – განმარტა გახარიამ.



გახარიას თქმით, სახელმწიფო ასევე მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც დაეხმარებიან იმ პირებს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური დაკარგა:

“ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ ჩვენი მოქალაქის იდენტიპიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მქომედებს და ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, დახურულია, რის გამოც არაერთი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე.

წყარო: ნეთგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები