საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოვლინდა -შსს
შინაგან საქმეთა სმინისტროს განცხადებით 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს

შსს-ს განცხადებით, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს.პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი კი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინა.

ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს.

უწყების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები