თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, ხვალიდან, 15 აპრილის საღამოს 9 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში ყველა სახით ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. შეზღუდვა 10 დღიანია.

საუბარია არა შიდა საქალაქო მოძრაობის აკრძალვაზე, არამედ ქალაქებში შესვლასა და იქიდან გამოსვლაზე.

ეს გადაწყვეტილება 14 აპრილს 17:00 საათზე ბრიფინგა გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თანახმადვე, ქალაქებში შეშვებაზე გამონაკლისები იქნება:

„რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“.

ცხელია ხაზის ნომერია: 144
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები