„დაასიგნალე, გააპროტესტე - ამ აქციას სასაცილოდ ვთვლი“ - რუსლან ჰაჯიევი

14 აპრილს, 21:00 საათზე, მარნეულში აქცია-პერფორმანსი „დაასიგნალე, გააპროტესტე“ გაიმართა.



მოსახლეობა კომენდანტის საათის დადგომას ავტომობილების სიგნალებით შეხვდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის კარანტინის მოხსნა და კომენდანტის საათის გაუქმება იყო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა თქვა, რომ ის „სახლში მჯდომ და ავტომობილების მოსიგანალე ადამიანებს სერიოზულად არ იღებს“.

„მე ამ აქციასთან დაკავშირებით ამ დილას ფეისბუქზე წავიკითხე და ამ ქმედებას სერიოზულად არ ვაფასებ. საგანგებო სიტუაციაა, კომენდანტის საათია და ზოგიერთები სოციალურ ქსელში რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ. უპასუხისმგებლო ადამიანები არიან. ცენტრალური ხელისუფლება, დეპუტატები, მარნეულის ხელმძღვანელობა, ყველა დაინტერესებულია მოსახლეობის მდგომარეობით, მაგრამ ამ ნაბიჯს უპასუხისმგებლობად ვაფასებ. კომენტარის გაკეთებაც არ მინდა“ - გვითხრა რუსლან ჰაჯიევმა

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მსგავსი აქციების ორგანიზატორების ერთადერთი მიზანი სოციალურ ქსელებში ისტორიების შექმნაა. ამბობს, რომ მოსახლეობას პროტესტის გაოხატვის უფლება აქვს, მაგრამ სახლში ჯდომა და მანქანებზე დასიგნალებები სერიოზული არაა.

„მე არც გამიგია ის სიგნალები. ყველას შეუძლია თავის სახლში მიასიგნალოს. მეც სახლში ვასიგნალებ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვაპროტესტებ. ამ აქციების სოც ქსელებში გამოქვეყნებას კი სასაცილოდ ვთვლი. ეს ადამიანები უბრალოდ სხბევს აწუხებენ. იმ ადამიანებს მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობისთვის ჯერ არაფერი არ გაუკეთებია და ვინც ნაბიჯს გადადგამს მაგასაც ხელს უშლიან. მარნეულს აქტიური ახალგაზრდები ჰყავს, დღესაც ეხმარებიან. სახლემწიფოს გვერდით არიან და ამ რთულ პერიოდში ვირუსის დასაძლევად ყველაფერს აკეთებენ. სახლში ჯდომა და სიგნალი ხალხის დახმარება არაა, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა“ - აცხადებს რუსლან ჰაჯიევი

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები