თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, თითოეული მომსახურეობა თანაბრად მიეწოდება - გახარია
„მოგეხსენებათ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი, თითოეული მომსახურეობა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორიც იქნება ჯანდაცვის, ეკონომიკის, მიეწოდება თანაბრად“ - განაცხადა საქართველოს პროემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 4 მაისს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა იმ რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ რეგულაციებსა და დახმარების პაკეტებზე. რეგიონებში განსახორციელებელ აქტივობებზე პასუხისმგებლობა პრემიერმა სახემწოფო რწმუნებულებს დაავალა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საგანგები მდგომარეობის პირობებშიც უნდა დაიცვას საჯაროობის და ტრანსფარენტობის მაღალი პრინციპი და მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ ყველა კითხვას, რომელიც ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება, პასუხი გასცენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები