საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დადებითად აფასებს.

ზამბახიძე განამრტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა „Covid-19-ის გავლენა სოფლის მეურნეობასა და ფერმერულ მეურნეობებზე“ და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდა, ანტიკრიზისულ გეგმაში აისახა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდგომ მთელი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გადასული და სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყნები ექსპორტს ზღუდავენ.

„როდესაც ესეთი რამ დადგება, ნიშნავს, რომ ჩვენნაირი ქვეყნებისათვის იმპორტი შემცირდება და ჩვენ ვართ, დაახლოებით, 60-70% იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ იზრუნოს სასურსათო ინფრასტრუქტურის კუთხით რომ არ დადგეს მოსახლეობა სურსათის დეფიციტის წინაშე“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ

ზამბახიძის თქმით, ანტიკრიზისული გეგმა მოკლევადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს, რომ არც ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებული იქნება, არ დარჩეს დაუმუშავებელი.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამაში ის ფერმერები ჩაერთვებიან, ვისი მიწის ნაკვეთიც 0,25-დან 10 ჰექტრამდეა. 0,25 ჰექტარი 50 ქულას უდრის, ერთი ჰექტარი კი 200 ქულას. ერთი ქულა ერთი ლარის ტოლფასია.

„ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი ის მხარდაჭერაა, რომელიც კერძო სექტორის მხრიდანაა წამოსული და ესაა სუბსიდია. ამის მიხედვით, ფერმერები საბაზრო ფასზე ერთი ლარით ნაკლებ ფასად შეიძენენ დიზელს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, ამას აქვს ძალიან დიდი პოზიტუირი გავლენა“
- განაცხადა ნინო ზამბახიძემ

ზამბახიძემ ჩვენთან საუბრისას იმ ფერმერებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან. ფერმერები, რომლებსაც მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ აქვთ ან მიწას კერძო პირისაგან ქირაობენ სახელმწიფო პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან. ზამბახიძის განმარტებით, იმ ადამიანებს რომლებსაც მიწები გააქირავეს პესტიციდები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, რეალურად, არ სჭირდებათ და სწორედ ამიტომ, მათ ეს ნივთები იმ ადამიანებს უნდა გადასცენ, ვინც მათი მიწის ნაკვეთი იქირავა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები