მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ
პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, - ასე
გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ
ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან
გადადგომას გეგმავს.
„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ
პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება
სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან
გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის
პერიოდში”, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი
გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს.