ბოლო 25 წელი კულისებიდან ეხმარებოდა ქვეყანას — ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ ჩანს ივანიშვილი
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსის კრიზისის დროს არ გამოჩენილა, რადგან ის ქვეყანას "კულისებიდან ეხმარება".

ღარიბაშვილის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლა და "კრიზის მართვა" შეძლო, მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი ივანიშვილის კოორდინაციით და დახმარებით მოხდა.

როგორც ის განმარტავს, როცა პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში უკვე ხელმეორედ დაბრუნდა, მაშინვე ბევრი რამე შეიცვალა, "მიდგომები, საქმე, მობილიზება, ორგანიზება, ყველაფერი გამოსწორდა".

"ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა ბოლო 25 წლის განმავლობაში, მაშინ, როცა იგი უჩუმრად, კულისებიდან ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და რომელმაც 3 მილიარდი დოლარი თავის ჯიბიდან დახარჯა",
— განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსის პანდემიის დროს ორჯერ გამოჩნდა, ერთხელ ბერას TikTok ვიდეოში და მოერედ Facebook-ზე, როცა მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღე მიულოცა
წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები