ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, პარლამენტში მათთან სალაპარაკოდ არ მივდივარ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ოპოზიციასთან სალაპარაკო არ აქვს და პარლამენტში მათთან სასაუბროდ არ მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

„ეს ადამიანები თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს, მე მათთან აბსოლუტურად არაფერი მაქვს სალაპარაკო. მე პარლამენტში თუ წარვდგები, მათთან სალაპარაკოდ არ მივდივარ, მე მივდივარ იმის გამო, რომ პარლამენტის და ინსტიტუციის მიმართ უნდა დავადასტურო პატივისცემა და ჩემი ვალდებულება მოვიხადო, ასევე ანგარიში ჩავაბარო ხალხს და დეპუტატებს.

ჩემთვის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიები დაგვაკარგინა, შემოიყვანა რუსული ჯარი, რომელიც ამ ქვეყნიდან გასული იყო, რომელმაც ჩააბარა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, ათასობით ადამიანი გახადა დევნილი, მე ამ ძალას არ აღვიქვამ ოპოზიციურ ძალად, ისინი არიან დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და მტრული ძალა“,
- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები