გიორგი გახარია - როცა ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ პოპულისტური ციფრების დაძახებით, უნდა გვესმოდეს, რომ ამას არ უნდა ავყვეთ
როდესაც ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი აგებულია იმაზე, რომ სახელმწიფომ ვირუსის გამოვლენა და მკურნალობა მოახდინოს მყისიერად და სწრაფად დააბრუნოს ადამიანი ეკონომიკურ ცხოვრებაში.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, მაგალითად, პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გევსმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა პირველ რიგში და მათ შემოსავალზე ზრუნვა. ჩვენი ყველას მიზანია ძალიან მარტივი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი, ყველას ამოცანა, ეკონომიკის, ჩვენი მოქალაქეების, მთავრობის არის მარტივი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, ვირუსის სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ამაზეა ეს ბიუჯეტი აგებული და დღეს იმედი მაქვს, რომ ჩვენ სწრაფად მოვახერხებთ ამ დისკუსიის დასრულებას, რომ სწრაფად გავაგზავნოთ ეს ანტიკრიზისული 2020 წლის ბიუჯეტი პარლამენტში“, -
განაცხადა გახარიამ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები