გია ვოლსკი - გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერი თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, უახლოეს პერიოდში არ ემუქრებათ ასეთი დატვირთვა, რაც პრემიერს აქვს
გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს.
მგონია, რომ ამ უახლოეს პერიოდში არ ემუქრებათ ასეთი დატვირთვა, რაც პრემიერ-მინისტრს აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან.

„სახელმწიფოს ინტერესშია ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნები. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომლის მიმართ შეტევა შალვა ნათელაშვილის ოფისში გამართული მოლაპარაკების მთავარი მიზანია. ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან. ეს არის მთავარი და ცდილობენ, რომ ამ მთავარ მიმართულებას როგორმე გადავცდეთ, სხვა ასპექტებში შევიდეთ, კომენტარები ვაკეთოთ. გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. მგონია, რომ ამ უახლოეს პერიოდში არ ემუქრებათ ასეთი დატვირთვა, რაც პრემიერ-მინისტრს აქვს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print