გიორგი გახარია - „სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახმელეთო საზღვრის გახსნა ჯერ არ იგეგმება. პრემიერის თქმით, მთავრობა ამ საკითხზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ტვირთების გადაზიდვა, მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორრისო, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ მძღოლების ჯანმრთელობას იმ 72 საათის განმავლობაში, როცა მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, თუმცა სახმელეთო საზღვრების ასე ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, -
განაცხადა გახარიამ.

წყარო: ბმ
Print