მაუწყებლობის სფეროში 2 კანონპროექტს პარლამენტთან აპროტესტებენ
10 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების ნაწილმა პროტესტი გამოხატა პარლამენტში წარდგენილი 2 კანონპროექტის გამო. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონპროექტები.

ერთი კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს.

მედიისა და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ორი ახალი კანონპროექტი ტელემედიის კონტროლის შესაძლებლობას აჩენს და ბუნდოვანია. აქციის ორგანიზატორი იყო „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“.

აქციის მონაწილეების თანახმად, ისინი დღეს აპირებენ, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრონ კანონპროექტების ხარვეზებზე, რაც, მათი ინფორმაციით, დღესაა ჩანიშნული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები