არცერთი სიტყვით გამოსვლა და ყველაზე მეტი ფინანსური სანქცია გაცდენისთვის - გაჯიევის 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობა
2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს არ უსარგებლია. მათ შორის არიან მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და პარლამენტარი მახირ დარზიევიც. ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შეფასების ანგარიშშია მოცემული.

რუსლან გაჯიევს 2019 წლის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით, გაცდენილი აქვს პარლამენტის 10 პლენარული და 11 კომიტეტის სხდომა. ის პლენარული სხდომების, არასაპატიო მიზეზით, გაცდენილ დეპუტატებთა სამეულში შედის.

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო რუსლან გაჯიევს ფინანსური სანქციებიც დაეკისრა. პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე მეტი თანხა, 3 699 ლარი და 20 თეთრი, პლენარული სხდომის გაცდენისათვის ხელფასიდან რუსლან გაჯიევს დაუკავეს. რაც შეეხება კომიტეტის სხდომების გაცდენას, გაჯიევის ხელფასიდან 924 ლარი და 80 თეთრი დაუკავეს.

საანგარიშო პერიოდში, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10 % დაუკავდა, 43 შემთხვევაში. საერთო ჯამში, სანქციის ოდენობა 39 651 დარისა და 60 თეთრს შეადგენს.

კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში. საერთო ჯამში, ფინანსურმა სანქციებმა 23 934 ლარი და 20 თეთრი შეადგინა.

რადიო „მარნეული“

შესწორება: სტატიის სათაურში გამოყენებული იყო სიტყვა "ჯარიმა" რომელიც შეიცვალა "ფინანსური სანქციით".  

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები