მარნეულელები აცხადებენ რომ ისინი არა დიასპორა, არამედ ძირძველი მაცხოვრებლები არიან
15 მარტს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების დასაქმება და კულტურის სფეროში ღირსეული ადგილის დაკავებაა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობების დიასპორასთან გაიგივება სოციალურ ქსელებში უარყოფითად შეაფასეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორი და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც თავის მხრივ აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს. რადიო „მარნეულმა“ დღეს, 18 მარტს, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მარნეულის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა.
მოსახლეობამ ჩვენთან საუბრისას საბჭოს შექმნა უარყოფითად შეაფასა. ისინი აცხადებენ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოში ახალი ჩამოსულები არ არიან და მათ საქართველოში მრავალი საუკუნის ისტორია აქვთ.

გამოკითხული მოსახლეობის თქმით, საბჭოს შექმნა ეთნიკური უმირესობების წინააღმდგ გადადგმული ნაბიჯი და მათი ისტორიისადმი უპატივისცემლობაა.

"ჩვენ საქართველოში 70-80 სოფელში მცხოვრები აზერბაიჯანლები ადგილობრივები ვართ. არიან აქდან წასულები და ზოგიერთები ბრუნდებიან უკან. იქ არ აქვთ მოქალაქეობა , ბავშვი ვერ სწავლობს და ამიტომ უკან ბრუნდებიან. დანარჩენი აქ ვინც ვართ ყველა ადგილობრივია." - ამბობს მარნეულელი ქალი

"საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები ისტორიულად აბროგენები იყვნენ. გადმოსახელბულნიც არ არიან. უბრალოდ გარკვეული პოლიტიკური კონფლიქტების დროს ეს ტერიტორია აქ დარჩა. საქართველოში სულ ქართველები და ჩვენ, თურქები, ერთად ვცხოვრობდით. ჩვენ აქ ადგილობრივები ვართ და არანირი დიასპორა არ გვჭირდება ჩვენ. ამხელა დიასპორა ვერ იქნება. დიასპორა 50-100 ათასი იქნება. ეს მაჩვენებლი ჩვენთან ბევრია და რამდენიმე რეგიონს ვფარავთ. ამ რეგიონებს შორის ხალხს ურთიერთობა აქვს. ყველა ერთად ჩამოყალიბდა როგორც გარაფაფახის ხალხი. ესაა ჩემი სათქმელი. მე სულ ვცდილობდი ხალხების დამეგობრებას. ვცდილობდი, რომ ხალხებს შორის ტოლერანტობა იყოს. ყველამ ერთმანეთის კულტურას უნდა სცეს პატივი" - გვითხრა მარნეულელმა კაცმა

"მე რაც ვიცი ისაა რომ საქართველოში აზერბაიჯანლების ისტორია ძალიან ძველია. დიასპორა არაა, ადგილობრივები ვართ". - ამბობს მარმეულელი კაცი

"



#მე დიასპორა არ ვარ!!! - ასე ეხმაურებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლლები საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები გმობენ პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვის გადაწყვეტილებას. მიაჩნიათ, რომ კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს.

მათ, ფეისბუკზე ერთგვარი „ჩელენჯიც“ კი წამოიწყეს. მაგალითად, პლატფორმა „სალამის“ წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოს წარწერით #მე დიასპორა არ ვარ და საკუთარ გვრდზე ოთხ ფეისბუკ მეგობარს „თაგავენ“ (მონიშვნა).
Print