აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხიც მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო მიმდინარე მოვლენებიც მოხვდა. ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 მარტს გამოაქვეყნა ყურადღება ეთმობა ნარიმანოვის ძეგლის აღმართვის კონტექსტში ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ ქსენოფობიის გამოვლენის შემთხვევებს.

„24 მარტს, საკვირაო ქადაგებისას, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა გააკრიტიკა მარნეულის მერი ზაურ დარგალი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისთვის, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბოლშევიკი მწერალი და რევოლუციონერია. ნაციონალისტურმა რადიკალურმა ჯგუფებმა, როგორიცაა „ქართული მარში“, საჯაროდ მოიწონეს ეპისკოპოსის განცხადება და სოციალურ ქსელებში დაიწყეს აგრესიული კამპანია. ასევე, ეპისკოპოსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი კრიტიკა მიმართებული იყო ნარიმანოვის პიროვნების და არა მისი ეთნიკური კუთვნილებისაკენ, მაგრამ ბევრმა ადგილობრივმა მისი განცხადება ქსენოფობიად ჩათვალა. 2020 წლის 30 მაისს ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიების მიზანი საზოგადოებისთვის გასაგები და ნათელი არ ყოფილა“. - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ანგარშში ასევე აისახა 2020 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსის, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის და ქართული მარშთან დაკავშირებული ლიდერების მონაწილეობით მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართული აქციაც.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. 

მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები