სასამართლომ, აზერბაიჯანულად წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის დასადგენად, ბოლნისი მერიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - ნაშირ ორდუხანოვი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, აზერბაიჯანულ ენაზე ოფიციალური საიტსა და ფეისბუქ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნით, სასმართლო პროცესი გრძელდება.

2 აპრილს სასამართლომ მომჩივანის მტკიცებულებები და ბოლნისი მერიის შუამდგომლობა განიხილა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნაშირ ორდუხანოვი, რომელიც ბოლნისის მერიისაგან აზერბაიჯანულ ენაზე ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას ითხოვს, აცხადებს რომ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მუნიციპალიტეტი აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციას არ აქვეყნებს.

„ჩვენს განცხადებაზე ბოლნისი მერიის პასუხი იყო, რომ ბოლნისის გაზეთში ქვეყნდება აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაცია, თუ რა ხდება მერიაში და ზოგადად მუნიციპალიტეტში რა პროექტები ხორციელდება და ა.შ. ხოლო ჩვენ მტკიცებულების სახით ვაჩვენეთ, რომ ბოლნისის გაზეთში საჯარო ინფორმაციები აზერბაიჯანულ ენაზე არაა გავრცელებული. ჩვენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იყო და დაემატა საქმეში“. - განაცხადა ნაშირ ორდუხანოვმა

ორდუხანოვის თქმით, სასამართლო პროცესზე ბოლნისი მერიის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რათა შესწავლილიყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა იცის აზერბაიჯანულ ენაზე წერა-კითხვა. მისივე განმარტებით, მოსამართლე ნონო გიორგაძემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასმართლო სხდომა 13 აპრილსაა ჩანიშნული.

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შერაზადაშვილ, რომელმაც კომენტარის მისაღებად პრესსამსახურში გადაგვამისამართა. რადიო „მარნეული“ ბოლნისის მერიისაგან პასუხს ელოდება.

მასალა მერიისაგან პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები