შს მინისტრი, სუს-ის უფროსი და პარლამენტარები დმანისში მივიდნენ - ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვხტანგ გომელაური და სახელმიწო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლკლუაშვილი დმანისში მივიდნენ.



რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი დმანისისდან იტყობინება, რომ ადგილზე ასევე ჩავიდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და პარლამენტის დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რადიო „მარნეულთან“ საუბირსას აცხადებს, რომ მოსახლეობას შორის დაპირისპირება დაუშვებელია, მოვლენების ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებად წარმოჩენა კი გაზვიადებაა.

დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ განცხადებაც გაავრცელა. შსს მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები