„ხელოვნურად მიიყვანეს ბოლო წუთამდე ამ პროექტის განხილვა“ - ნოვრუზთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 21 ივნისს გამართულ სხოდმაზე ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა. კომიტეტმა აღნიშნული საქმის ფორმალური განხილვა ბოლო მომენტამდე გადადო, რაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ინფორმაციის შეგროვების მოტივით განმარტა.

„სამწუხაროდ დღეს გვიმთავრდება ვადა ამ წინადადების ფორმალური განხილვის, ან დღეს ან უახლოეს დღეებში. ერთხელ გავაგრძელეთ ვადა ზუსტად იმიტომ, რომ გვინდოდა რაღაცეებზე ინფორმაციის მოკრება და მართლა მაქვს ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა, ინფორმაცია, თავმოყრილი“ - განაცხადა სარჯევალიძემ

კანონპროექტის ფორმალური განხილვის ბოლო მომენტამდე გადადებას მთავრობის მიერ ფარისევლურ დამოკიდებულებად და პროექტის ჩაგდების მცდელობად აფასებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრმი მაკო ღავთაძე. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ღავთაძე აცხადებს, რომ განხილვაზე გამოჩნდა, რომ ინიციატივა ხელოვნურად დაიბლოკა.

„ხელოვნურად მიიყვანეს ბოლო წუთამდე ამ პროექტის განხილვა. ამბობენ, რომ პარაკსევს გადავწყვიტეთ რომ უნდა განგვეხილა ორშაბათს და ვეღარ მოვასწარით დაკავშირება პროექტის ავტორებთან. ეს ჩემთვის ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ესეც ხელოვნურად მოხდა, ანუ შაბათ-კვირს დაამთხვიეს ამ გადაწყვეტილების მიღება რომ ავტორებს ვეღარ დაკავშირებოდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაგალითად სამირა ბაირამოვასთან დაკავშირება არ უნდა ყოფილიყო პრობლემა და მეორე, რასაც აღნიშნავენ, არის რომ ვეღარ გადავდებთ ამ განხილვას რადგან ვადებში ვართ შეზღუდულიო. ესეც ტოვებს ხელოვნურად გაჭიანურებული, ბოლო მომენტამდე მიყვანილის წარმოდგენას. ასევე უმრავლესობის დეპუტატები ცდიობდნენ რომ გაემართლებინათ თავისი პოზიცია, რომ მათ დისკრიმინაციული დამოკიდებულება კი არ აქვთ, არამედ პირიქით ცდილობენ რომ ამ გადაწყვეტილებით სხვების მიმართ დისკრიმინაცია არ გამოიწვიონ. მათი არგუმენტია, რომ თუ ამ დღესასწაულს გავითვალისწინებთ, მაშინ სხვებიც რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ. კი ბატონო, სხვების აზრიც უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ახლა მათ ჰქონდათ შანსი რომ მიეღოთ ღირსეული გადაწყვეტილება ერთხელ მაინც, ემსჯელათ ამ პროექტზე, გაეფართოვებინათ ეს შეხვედრა, გადაედოთ, მეტი ადამიანი მოეწვიათ, მხარი დაეჭირათ და გამოეცხადებინათ, რომ ისინი აქტიურ მუშაობას იწყებენ უკვე მთლიანად ამ კულტურული მრავალფეროვნების დღესასწაულების გადახედვის. ეს იქნებოდა სწორი პოზიცია“. - განაცხადა მაკო ღავთაძემ

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას მისი ავტორები არ ესწრებოდნენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა ავტორებთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, რადგან კანონპროექტს მისი ავტორების საკონტაქტო მონაცემები დართული არ ჰქონდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სამირა ბაირამოვაა, რომელიც აცხადებს, რომ საკონტაქტო ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს რამდენჯერმე გაუგზავნა და სურვილის შემთხვევაში მასთან დაკავშირება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ვერ იპოვა კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორის, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ზაურ ხალილოვის ნომერი.

„არა მარტო ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, ამ კომიტეტთან სხვა ურთიერთობებიც მაკავშირებს პროფესიული მოღვაწეობიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე ძაან გასაკვირი ამბავია, როდესაც საჯაროდ იძახიან რომ ვერ აღმოაჩინეს საკონტაქტო ნომრები მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და ბოლო-ბოლო თუ მობილური ტელეფონი ვერ იპოვეს, რაც უკვე ძალიან სასაცილოა იქედან გამომდინარე, რომ პიროვნულად ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც აღნიშნეს, რომ საკონტაქტო ინფორმაცია ვერ იპოვნეს, შეეძლოთ უბრალოდ დაესერჩათ ჩვენი სახელები და სოციალურ ქსელშ მაინც დაგვკონტაქტებოდნენ“

ხალილოვის განმარტებით, კანონპროექტის თვითმიზანი არა ნოვრუზის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადება, არამედ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს და ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლაა.

კომიტეტმა სხდომა გადაიდო. დეპუტატები განმარტავდნენ, რომ მათთვის პიროვნულად საკითი მისაღებია, მაგრამ ჩნდება გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია. ხალილოვის განმარტებით, კითხვებზე პასუხის გაცემის ყველაზე კარგი შესაძლებლობა სხდომაზე კანონპროექტის ავტორების მიწვევა იქნებოდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები