გუგუთი - საზღვრისპირა სოფელი განვითარების მოლოდინში
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი გუგუთი საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფელში ძირითადად 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ზაფხულობით ოჯახების რაოდენობა 70-მდე იზრდება.

გუგუთი ადმინისტრაციული ერთეულიდან მოშორებით, 30 კილომეტრში, მდებარეობს. სოფელში საჯარო ტრანსპორტი არ დადის რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

„მუნიციპალიტეტში რომ წახვიდე და დაბრუნდე მინიმუმ 40 ლარია საჭირო. არც პენსია მაქვს, არც დახმარება მაქვს, მარტო ძროხაზე ვარ დამოკიდებული“. - ამბობს ეთერ აბაშიძე

გუგუთელები ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, მაგრამ სათიბების უმეტესობა მათ საკუთრებაში არაა.

„ჰექტარნახევარი სათიბები მაქვს, აი ახლა მოვლენ „დაჩნიკები“ გასთიბავენ და ჩვენ, მკვიდრ მაცხოვრებლებს, სათიბები არ გვაქვს“. - გვეუბნება ნუნუ აკოფაშვილი

ვრცლად↓

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები