„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის ახლად დასახელებული კანდიდატი მედიასთან კომენტარს ჯერ არ აკეთებს
დღეს, 29 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერის კანდიდატად ქენან ომაროვი დაასახელა. რადიო „მარნეული“ მერობის კანდიდატთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, რათა გაგვეგო თუ რა გეგმები აქვს მას, მაგრამ ქენან ომაროვმა, ამ ეტაპზე, კომენტარისაგან თავი შეიკავა და დაგვპირდა რომ მომდევნო დღეებში აუცილებლად გვესაუბრება სამომავლო გეგმების შესახებ.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ამირან გიორგაძემ უთხრა, ქენან ომაროვი ერთადერთი იყო ვის კანდიდატურასაც პარტიაში განიხილავდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ორ თვეში, 2 ოქტომბერს, გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დაასახელა ბატონი ქენან ომაროვის კანდიდატურა. ქენანი რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში, არის ცნობადი სახე და ვიცით, რომ მას ექნება ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე, შეჩერდა მასზე, რომ იგი იყოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი“. - გვითხრა ამირან გიორგაძემ

ქენან ომაროვი მარნეულის მერის მოადგილეა. მერის მოადგილეობამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ომაროვი მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები