აზერ სულეიმანოვმა „ენმ“ დატოვა
აზერ სულეიმანოვმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. სულეიმანოვმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. სულეიმანოვის განმარტებით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა მათი მომსახურება სათანადოდ არ შეაფასეს.

გთავაზობთ სულეიმანოვის განცხადებას:

„ძვირფასო თანამემამულენო!
თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ყოველ რთულ სიტუაციაში ჩემთან ერთად იყავით და ყოველთვის გვერდში დამიდეგით. სწორედ თქვენ ყოველთვის ჩემი სიამაყის წყარო იყავით. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით! თუ კი რაიმე არასწორი ქმედებები მქონია თქვენს წინაშე, ამიტომ ბოდიშს გიხდით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს მე უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიას, რომელთანაც მრავალი წელია ერთად ვიყავი. ამის შემდეგ, მე დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია.
პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა თუ კი გავაგრძელებდი ჩემი საქმიანობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიაში.
უღრმესი მადლობა ყველას!“


აზერ სულეიმანოვი ყოფილი პარლამენტარია. ის რამდენიმე წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი „ენმ“-ს პარტიული სიით იყო შესული.

აღსანიშნავია, რომ აზერ სულეიმანოვი ერთ-ერთია ვისაც „ენმ“-ში მარნეულის მერის კანდიდატად განიხილავდნენ. რადიო „მარნეულს“ „ენმ“-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა 22 ივლისს განუცხადა, რომ პარტიაში მერის ორ კანდიდატს განიხილავდნენ, რომელთაგან ერთი თავად, ხოლო მეორე აზერ სულეიმანოვი იყო.

აზერ სულეიმანოვი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.

რადო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები