აგილ მუსტაფაევი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძვანელი აგილ მუსტაფაევი და კიდევ რამდენიმე წევრი, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაცია, დღეს, 7 აგვისტოს პარტიის ოფისთან გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. აგილ მუსტაფაევის თქმით, მიზეზი მათსა და რეგიონალურ წარმომადგენლებს შორის შეუთანხმებლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, პარტიაში კვლავ რჩებიან.

„ჩემთან ერთად მყოფი ადამიანები არ არიან მარტო ნაციონალური მოძრაობის წევრები. ესენი არიან ადამიანები, ვინც ყველა სოფელში და რეგიონში ამ პარტიის ადგილობრივი ლიდერები არიან. ჩვენი გადაწყვეტილებაა, დავრჩეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ამ არჩევნებზე მონაწილეობას არ მივიღებთ. მიზეზი ის არის, რომ, რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ჩვენსა და „ენმ“ -ს რეგიონალურ ოფის შორის კონსულტაციები და ეს კონსულტაციები ისე დამთავრდა, რომ ჩვენსა და პარტრიის რეგიონალურ წარმომადგენლებს შორის ვერ დადგა შეთანხმება. შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სულ სხვ სტრატეგია გვქონდა არჩევნების მოგების მაგრამ შემოგვთავაზეს სულ სხვა გეგმები. კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სხვადასხვა ნაბიჯი გადადგეს“ -ამბობს აგილ მუსტაფაევი


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პარტია დატოვა „ენმ“-ს ლიდერმა, აზერ სულეიმანოვმა მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. სულეიმანოვის განმარტებით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა მათი მომსახურება სათანადოდ არ შეაფასეს.

ბრიფინგის ვიდეო იხილეთ აქ:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები