„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია- მარნეულში მერობის კანიდატად ქენან ომაროვი წარადგინეს
დღეს, 10 აგვისტოს, პარტია ქართულმა ოცნებამ მარნეულში მერობის კანდიდატად ქენან ომაროვი წარადგინა. ქენან ომაროვი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე საგანმანათლებლო რესურს ცენტრში მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ომაროვი მერის მოადგილეს პოზიციაზე გადაიყვანეს.
მისი წარდგენა მარნეულში კიდევაც დაიზრდებიან ძეგლის მიმდებარე ტერიოტირაზე მოხდა.
ომაროვი დამსწრეების წინაშე სიტყვით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მიმართა.

„ მოგესალმებით ძვირფასო მარნეულელებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას.
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს ფაქტი ჩემთვის დიდი პატივია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა.
მარნეული ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტია, აქ დავიბადე გავიზარდე, განათლების მიღებისა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, დღემდე ამ ქალაქს და ქალაქში მცხოვრებ მშრომელ და პატრიოტ ხალხს ვემსახურები.
მარნეული ცნობილია მშრომელი ხალხით, ამიტომაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის მქონე ადამიანები ერთმანეთს პატვის სცემენ, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და საქმიანობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და როგორც არსებული გამოწვევების, ისე მათი გადაჭრის გზების მცოდნე ადამიანი.
პირადად მე უკვე ნახევარი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარ და ყველა იმ პრობლემას გავეცანი, რაც მარნეულელებს აწუხებს. ეს დრო მნიშვნელოვანი იყო იმისთვისაც, რომ სრულყოფილად გავცნობოდი სამომავლო პროექტებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებისა თუ სხვა მიმართულებით არის დაგეგმილი.
დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებთ, პატივს დამდებთ და მანდობთ ქალაქის მართვას, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ.
რაც მთავარია, თქვენ ირჩევთ „ქართული ოცნების“, ანუ იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახა. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ მხარდაჭერისა და თანადგომისკენ, რადგანაც ამ მუნიციპალიტეტის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მარნეული გაიმარჯვებს!“

ომაროვის წარდგენას ესწრებოდა პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.



ყდის ფოტო აღებულია ქენან ომაროვის ფეისბუქ გვერდიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია