„ევროპული საქართველო“ მარნეულში საარჩევნო კამპანიას ფეისბუქით და კარდაკარი პრინციპით აწარმოებს
„ევროპული საქართველო“ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარების და პროპორციული სიის კანდიდატების დარეგისტრირებას დღეს, პირველ სექტემბერს, აპირებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ დღის ბოლომდე საოლქო საარჩევნო კომისიაში სიას დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც მაჟორიტარებისა და პარტიული სიის წევრების ვინაობა გახდება ცნობილი.

„ჩვენ სოფლის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს კარდაკარი პრინციპით ჩავატარებთ, რადგან არ გვინდა დიდი შეხვედრების გაკეთება კორონავირუსის პანდემიის გამო და ამავდროულად ფეისბუქით ლაივებს ვაკეთებთ, რომ კოვიდის გამო სახელმწიფოს და მოსახლეობას რაიმე პრობლება არ შევუქმნათ. ჩვენ პასუხისმგებლობით ვდგავართ ამ გზაზე“

მარნეულის მერობის კანდიდატის განცხადებით სოფლებში კარდაკარი პრინციპით ამომრჩევლებთან შეხვედრას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას, თუ ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები და ამომრჩეველს გააცნობენ თუ რით განსხვავდება „ევროპული საქართველო“ „ქართული ოცნებისაგან“ და რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები