მე ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მათი ხმა ვიქნები - სენან გურბანოვი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახრალოსა და იმირჰასანში, სენან გურბანოვი,

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის სოფლის მოსახლეობის ხმა იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ბოლნისის საკრებულოში მოსახლეობის პრობლემებსა და სათქმელს გააჟღერებს.

"დღემდე ადგილობრივი თვითმმართველობა ახალს არაფერს არ პირდება. წლებია ერთი და იგივე პრობლემებზე ვსაუბრობთ და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაუბნებით პრობლემებს. მე, როგორც ახალგაზრდა, დავიღალე ამ პრობლემებზე საუბრით. ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე დაპირებები და საქმეები სრულდება. სხვა პრობლემები მოგვარების გარეშე რჩება. უკვე ახალ თემებზე უნდა ვისაუბროთ. სოფელში იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი. ისინი უნდა მოგვარდეს. საბავშვო ბაღი არაა, პარკი არაა, ყველგან ნაგავსაყრელია. სოფელში ძირითადად პლასტმასის ბოთლებს ყრიან. ვისაც სად გაუხარდება იქ აგდებს. ჩემი ძირითადი დაპირებებიდან ერთი ესაა, რომ წყლის ბოთლების გადამუშავებისათვის ვიშრომებ. ამისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ასე უფრო დავიცავთ სისუფთავეს“.

სენან გურბანოვის თქმით 2011 წლიდან ის არასამთავრობო სექტორში მუშაობს. აქედან გამმდინარე მოსახლეობის პრობლემებს იცნობს.

„მე ადგილობრივ არჩევნებში ძირითადად 9 დაპირება მაქვს. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაპირებები გზის, წლის, საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნის, პარკის და იქ ბავშვების სათამაშოდ ატრაქციონების მოწყობის საკითხების მოგვარებაა. ამას გარდა, ახალგაზრდებისთვის ერთი სივრცე უნდა აშენდეს, სასაფლო უნდა შემოიღობოს. ანუ თვითმმართველობის უფლებამოსილებაში შემავალი 9 დაპირება მაქვს. მე პოპულისტური გამოსვლები არ მიყვარს. ჩემს უფლებამოსილებაში რაც შედის იმას ვპირდები“.

გურბანოვი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია კარგად მიმდინარეობს და ახლა მას სიტუაცია მოსწონს.

„ადამიანებმა უკვე გაიგეს, რომ სიახლეებია საჭირო. მათი წარმომადგენელი ახალგაზრდა უნდა იყოს. უკვე ახალგაზრდები უნდა ჩერთნონ და მათ უნდა მისცენ ხმა. ახალაგზრდები განსხვავებული შეთავაზებებით უნდა გამოვიდნენ. ბრძოლაში გულწრფელები უნდა იყვნენ. თავის მოგებაზე არ უნდა იფიქრონ. ახლა ახალგაზრდების ძირითაი მზიანი, იდეა ხალხის მომსახურებაა. პრობლემებია რომლეიც ხალხს აწუხებს. ახალგაზრდებმა უნდა შეეცადონ ეს მოაგვარონ“.

სენან გურბნოვმა პარტია გირჩში ჩართულობის შესახებაც ისაუბრა.

„მე ვფიქრობ რომ ხალხი პარტიას შემოსავლის მისაღებად არ უერთდება. ჩვენთან ესეთი პროცესია, რომ ადამიანები ერთმანეთს მხარს უჭერენ. ვისაც როგორ შეუძლია ისე უწყობს პარტიის გაძლიერებას ხელს. ჩვენ ფინანსური რესურსუ არ გვაქვს. არის ახალგზარდების ჯგუფი რომელიც ჩვენს პარტიას აფინანსებს. ჩვენი მიზანი ადამიანებთან ურთიერთობაა“.

გურბანოვის თქმით, მათი მიზანი საკრებულოში რამენიმე წევრით შესვლაა. იმედოვნებს, რომ არჩევნებს მოიგებს. სენან გურბანოვის თქმით, პარტიას ბოლნისში მერობის კანდიდატი არ ეყოლება და მხოლოდ საკრებულოს წევრობისათვის იბრძოლებენ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები