მარნეულში „ევოპული საქართველოს“ სიის 35-ე წევრმა პარტია დატოვა
მარნეულში „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის 35-ე ნომერმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას პარტიული სიიდან მისი ამოღების მოთხოვნით მიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას. „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელდანიზ კეჩალოვი ამბობს, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ამ პარტიასთან უკვე ხუთი წელია ვმუშაობდი, მაგრამ ახლა აღარ მინდა მუშაობა. 2017 წლიდან არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. არავის არაფერი უთქვამს, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ელდანიზ კეჩალოვმა

კეჩალოვი არ განმარტავს თუ რატომ მიიღო პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, მაგრამ გვეუბნება, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ აპირებს.

„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას უკავშირებს მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი. იმამკულიევის განმარტებით, „სუს“-ი პარტიის ყველა წევრზე შეეცადა ზეგავლენის მოხდენას.

„ყველასთან მისულები იყვნენ. ელდანიზმა ერთხელ დამიდასტურა, რომ მასთან იყვნენ მისული ვიღაცეები, მაგრამ არ დაადასტურა კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს პირები, ეს იყო მანამ, სანამ ჩვენ სიას გავასაჯაროებდით. ახლა კი ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ სუსის ნამუშევარია ყველაფერი“. ნუ მე უფრო ვუკავშირებ სუსს. სუსის საქმიანობა არ ამარტო ელდანიზთანაა დაკავშირებული, არამედ ყველა წევრთან ვინც სუსტი იყო. ყველასთან მისულები იყვნენ და მგონი ელდანიზი გატეხეს“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით, არაა გამორიცხული რომ პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ცდილობს პოლიტიკურად აქტიური პირების გაჩერებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია