ოთხი საკითხი, რაზეც მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატები დავაფიქრეთ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. 2 ოქტომბერს მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი. არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს სამ ბიულეტენს მისცემენ, რომლის მეშვეობითაც ისინი აირჩევენ მარნეულის მერს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატსა და საკრებულოში პროპორციული სიით შემავალ პარტიას. რადიო „მარნეული“ დაინტერსდა თუ რას ფიქრობენ კანდიდატები ისეთ თემებზე როგორიცაა ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალგაზრდების გააქტიურება, ენობრივი ბარიერი და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების დასაქმება. ჩვენ რამდენიმე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ჩავწერეთ.

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში 11 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მათ შორის სადახლოში როვშან ისკანდაროვი. როგორც მან რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალები აქტიურები არიან. კონკრეტულ მიმართულებად პოლიტიკას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ბევრი სადახლოელი ქალია წარმატებული და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მნიშვნელონად აფასებს. რაც შეეხება ახალგაზრდების საკითხს, ამბობს, რომ მათი განვგავითარებაზე ყოველთვის იზრუნებს.

ახალგაზრდები არის ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ , მშობლებმა უნდა გავუკვალოთ გზა, რომელიც მათ სჭირდებათ. ნიჭერი თაობა მოდის, განათლებულები, ქართულ ენას კარგად ფლობენ, სახელმწიფოებრივად კარგად  აზროვნებენ. მე პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი სოფლით, იმიტომ რომ ყოველ წელს ბევრი ადამიანი აბარებს უნივერსიტეტში და ვამაყობ. მხარსდავუჭერ სულ. ამის მერე, ორმაგს გავაკეთებ მათთვის, რათა ჰქონდეთ საშუალება უფრო კომფორტულად იცხოვრონ“

როვშან ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს წევრია. ფიქრობს, რომ მისი მუშაობა სადახლოში ოთხი წლის განმავლობაში ნაყოფიერი იყო და მაჟორიტარად არჩევის შემთხევააში პრიორიტეტი გზის პრობლეებს მოაგვარება იქნება. 

„პირადად მე, ძალიან ბევრი რამე მაქვს გაკეთებული სოფელში და , რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც. დაიგო გზაბი, გაიყვანეს წყალი...ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ჩვენთან. გასაკეთებელი საქმეებიც ბევრია. შიდა გზებია დასაგები, ერთდროულად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ გუნდათ ერთად ბევრი პროექტი იქნება განხორციელებული მომავალშ ჩემს სოფელში. ნებისმიერ დროს ვიყავი ჩემი ხალხის გვერდით და ორმაგად ვიქნები ამის მერე . იმიტომ,რომ ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ეს გზა ჩემთვის გამოცდილება იყო, ძალიან ბევრი ვნახე, ვიცი ჩემი სამშბლოს ფასი, ვიცი გაჭირვება რას ნიშნავს“

"ქართული ოცნებიდან" ქალაქ მარნეულის ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ხახულაშვილია. ბიზნესნესთან ერთად, პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მნიშვნელოვან საკითხებს სამთავრობო დონეზეც დააყენებს. განმარტავს, რომ მარნეულს ძალიან კარგად იცნობს, იცის თემის საჭიროებები და საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში მათი პრობლემების ადვოკატირებასაც შეძლებს. ფიქრობს, რომ ქალები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდაიყვნენ ჩართული.

„ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში ყველანაირად შევუწყობ მათ ხელს და საკრებულოს დნეზე თუ იქნება რამე მისღები ან სამთავრობო დონეზე, აუცილებლად მხარს დავუჭერ. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ მე მოვდივარ ბიზნესიდან და ნამდვილად ყოველთვის მომხრე ვიყავი და მეც მყავს დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნება და ყოველთვის მივესალმები მათ დასაქმებას.“

ვასილ ხახულაშვილი მაჟორიტარობის შემთხვევაში მარნეულში ახალგაზრდების გააქტიურებას გვპირდება. მიიჩნევს, რომ მათ მეტი ხედვები და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები აქვთ, რაც მარნეულს სასიკეთოდ წარადგება.

„შეხვედრებზე ახალგაზრდებსაც ვხვდები ხოლმე და მომწონს მათი მსჯელობა, მიდგომები და ბევრ რაღაცას გავითვალისწინებ. ჩანაწერები მაქვს შეხვედრებიდან და ბევრ რამეს გავითვალისწინებ. ძალიან კრეატიულები არიან „

ვასილ ხახულაშვილს მუნიციპალური სერვისების გამარტივებაზეც ვკითხეთ. ამბობს, რომ ენობრივი ბარიერი ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა იყოს და აუცილებელია სერვისის შექმნა, რათა ყველა მოქალაქეს ინეტერესები გაითვალისწინონ.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში 8 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა კანდიდატები. ერთ-ერთი ნინო რობაქიძეა, რომელიც წერეთელი-თამარისის მაჟორიტარულ ოლქში იბრძვის. კანდიდატი ამბობს, რომ ქალებმა პოლიტიკაში ყოველთვის უნდა თქვან თავიანთი სათქმელი და არასდროს შეეშინდეთ აზრის გამოხატვის. ნინოს მიზანია მეტი ქალი პოლიტიკაში და წამყვან პოზიციებზე.

„როგორც კაცებს, ასევე ქალებს შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება ყველაფერში ისე, რომ არავისი შეეშინდეთ. ვფიქრობ, რომ მარტო კაცები არ უნდა იყვნენ თანამდებობაზე, ქალებსაც შეუძლიათ თავიანთი მიზნების განხორციელება - არ უნდა ვიყოთ ჩრდილქვეშ“

ნინო რობაქიძე არჩევის შემთხვევაში ახალგაზრდების საჭიროებების მხარდაჭერას და ადამიანების პრობლემების სჭირო უწყებებამდე მიტანას გვპირდება.

კიდევ ერთი პარტია, რომელსაც მარნეულში სულ ორი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს წარდგენილი გახარიას პარტიაა.  „საქართველოსთვის“. მათი ერთ-ერთი კანდიდატი დამია გეურარხის სამაჟორიტარო ოლქში ჯემალ კარაევია. მიიჩნევს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა მარნეულში. ამ ფაქტს კი მათი საარჩევნო შეხვედრებიდან გამომდინარე ხსნის.

„ქალებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ჭკვიანი ქალები აუცილებლად უნდა ჩაერთნონ პოლიტიკაში. . აზერბაიჯანულ სოფლებში, მამაკაცებთან როცა ვსხედვართ, ქალები არ მოდიან. სოფლებში ასეთი რამე არ არის.“

კარაევი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში გარკვეული გეგმები აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერების კუთხით.

„შშმ პირები არიან ჩვენი საზოგადოების წევრები. მათი დასაქმებისთვის სამომაოვლო გეგმები მაქვს. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება საზოგადოებაში იყვნენ და იმუშაონ. რაც შეეხება ახალგაზრდების საკითხს, მე ერთი ვაჟი მყავს, ახლა ევროპაშია. ვეცდები, რომ ახალგაზრდები სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, საზოგადოებას მოემსახურონ. გერმანიაში, პოლონეთში კი არა საქართველოს უნდა იმუშაონ. უნდა შექმნან ოჯახი და აქ იმუშაონ. ეს არის ჩვენი სტრატეგია“

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მარნეულში 10 პარტია დარეგისტრირდა, მათგან მხოლოდ სამმა წარადგინა მერობის კანდიდატი.
Print