მარნეულის საარჩევნო პროგრამა ქენან ომაროვმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 26 სექტემბერს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა. მარნეულის მერობის კანდიდატმა ქენან ომაროვმა კი, ადგილობრივებს პროგრამა დღეს, 30 სექტემბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაუზიარა.

საარჩევნო პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, სადაც აღწერილია მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობები და სამომავლო გეგმები.

გთავაზობთ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებს:

სოფლის მეურნეობა

  • მომდევნო წლებში გაგრძელდება სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამები, რაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ასეულ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლბის ზრდას უზრუნველყოფს;
  • ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლამდე განხორციელდება 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია, რითაც პრაქტიკულად მიწის რეგისტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება
  • 2024 წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობის 19 348 ჰექტრამდე ზრდა.
ტურიზმი

  • „ქართული ოცნების“ გუნდის გეგმის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში, 2025 წლისთვის, ქვეყანას 10 მლნ მოგზაური ეწვევა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.2 მილიარდ დოლარს გაუთანაბრდება;
  • 2030 წლისთვის საქართველო 13 მილიონ მოგზაურს უმასპინძლებს, ხოლო შემოსავლები 6,5 მილირდ დოლარს მიაღწევს;
ჯანმრთელობის დაცვა

  • გაიზრდება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიან სერვისებზე და სამკურნალო საშუალებებზე;
  • გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურება და უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
  • განხორციელდება ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პრიორიტეტულ სფეროებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად;
  • გაიზრდება სოფლის ექიმისა და ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა;
  • გაიზრდება მუნიციპალიტეტის მხრიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება;
  • დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამები

სოციალური დაცვა:
  • შეიქმნება მდგრადი, ეფექტიანი, კოორდინირებული სოციალური დაცვის სისტემის საკანონმდებლო გარანტიები;
  • გაუმჯობესდება დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემა;
  • გაიზრდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ხარისხი და ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; „ მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახები კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან საარსებო შემწეობით;
  • გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფებისათვის სოციალური პაკეტის გაცემა;
  • გაიზრდება სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიზნობრიობა და ეფექტიანობა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით;
  • გაიზრდება მუნიციპალიტეტის მხრიდან სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება;
  • დაიხვეწება და გაფართოვდება სოციალური სფეროს მუნიციპალური პროგრამები.
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელდება:

  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ ყველა ბავშვს შეისწავლოს მშობლიური და სახელმწიფო ენები სრულფასოვნად, ასევე, განივითაროს ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის.
  • გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობარეაბილიტაცია, მათ შორის, დაგეგმილია ქ. მარნეულის №1 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი და შენობაზე სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისთვის განკუთვნილი შენობის მიშენება (350 ათასი ლარი); რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ყიზილაჯლოსა და ქ, მარნეულის №4 საბავშვო ბაგა-ბაღებს, სოფელ კაპანახჩისა და შაუმიანის საბავშვო ბაღებში განხორციელდება სველი წერტილებისა და სამზარეულოს რეაბილიტაცია(54, 1 ათასი ლარი);
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არაქართულენოვან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობას ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ ყველა ბავშვს შეისწავლოს მშობლიური და სახელმწიფო ენები სრულფასოვნად.
  • მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდება მარნეულში იდენტიფიცირებული 6-დან 16 წლამდე სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ოჯახებთან/ ფაქტობრივ მეურვეებთან კომუნიკაცია ბავშვების განათლების უფლების უზრუნველყოფის მიზნით.
  • გაგრძელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მშენებლობარეაბილიტაცია, მათ შორის: 240 მოსწავლეზე გათვლილი, სოფელ ხულდარის საჯარო სკოლის მშენებლობა – 3 მლნ 391,2 ათასი ლარი; 300 მოსწავლეზე გათვლილი, სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის მშენებლობა – 3 მლნ 882,2 ათასი ლარი; 300 მოსწავლეზე გათვლილი, სოფელ კურტლიარის საჯარო სკოლის მშენებლობა – 3 მლნ 860,8 ათასი ლარი; 450 მოსწავლეზე გათვლილი, სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მშენებლობა – 6 მლნ 168,8 ათასი ლარი; 450 მოსწავლეზე გათვლილი, სოფ. შულავერის საჯარო სკოლის მშენებლობა – 6 მლნ 389,1 ათასი ლარი;

  • კულტურა და სპორტ


  • გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის;
  • განხორციელდება კულტურული ცხოვრების ხელშემწყობი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-რეაბილიტაციის ღონისძიებები;
  • მუნიციპალიტეტში განხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი: დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სახელოვნებო წრეების ფუნქციონირების ხელშეწყობა – სკოლებში სხვადასხვა წრის (თექა, კერამიკა, ხატვა, ქსოვა, ხალხური საკრავები) ფუნქციონირება;
  • დაგეგმილია წერაქვის კომპლექსის რეაბილიტაცია – 400 ათასი ლარი;
  • დაგეგმილია ქ. მარნეულში არსებული ოთხი კომბინირებული მინისტადიონის რეაბილიტაცია – 123,4 ათასი ლარი;
  • ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა პოპულარიზაციას;
  • ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების გამოსავლენად, გაგრძელდება წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა;
  • გაგრძელდება სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, განხორციელდება შემდეგი პროექტები: 2020-2021 წლებში, ქ. მარნეულში საფეხბურთო სტადიონის (უეფას მეორე კატეგორიის) რეაბილიტაციაზე 6 მლნ 777,5 ათასი ლარი დაიხარჯება;
  • ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვასა და მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას;
  • განხორციელდება სპორტული ცხოვრების განვითარებისა და ახალგაზრდობის ეფექტიანი პოლიტიკის გატარების ხელშემწყობი პროექტები.

პროგრამის სრული ვერისია იხილეთ აქ:

Print