დარგალის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს "ენმ"-ს წევრი ფიზიკურად გაუსწორდა
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია "ქართული ოცნებიდან" სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატს როვშან ისკანდაროვს. ამბობს, რომ მის თანაგუნდელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა. დარგალი მომხდარ ფაქტს "ენმ"-ს პროვოკაციად აფასებს.

"შემაჯამებელი ღონისძიება გვქონდა, სადაც როვშანი ჩამოდიოდა და სადახლოში დაინახა, რომ ლაშა ქველაძე სკოლის კედელზე აკეთებდა რაღაც სააგიტაციო მასალას და უთხრა, რომ ეს არის სკოლის კედელი და მოდი, არ დავარღვიოთ კანონი. შემდეგ დაჯდა მანქანაში და მარნეულში მოდიოდა. სოფელ კიროვკასთან გააჩერეს როვშანი და ფიზიკურად დაუპირისპირდა ლაშა, რის შედეგადაც როვშანი მივიდა "ჯეო ჰოსპიტალში". დადგენილია, რომ მას აქვს სახის არეში მოტეხილობები. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მოსალოდნელი პროვოკაცია. მათ იციან, რომ დიდი უპირატესობთ მოვიგებთ ამ არჩევნებზე და ყველაფერზე მიდიან"

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მათ კლინიკაში როვშან ისკანდაროვი სახის ძვლი მოტეხილობით შეყვანეს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მგალობლიშვილის განმარტებით, შესალოა, ისკანდაროვს ოპერაციაც ჩაუტარდეს.

" არ გაწერია ჯერ შემოიყვანეს ფიზიკური დაზიანებებით. სახის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა და ახლა წყვეტენ საკითხს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს ძვლების აღდგენის მიზნით"
- ამბობს იოსებ მგალობლიშილი

ჩვენ ფაქტის გადამოწმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ლაშა ქველაძესთანაც ვცადეთ, რათა მოგვესმინა მისი პოზიცია მომხდარ ფაქტზე, თუმცა მას მობილური გამორთული აქვს. კომენტარი გააკეთა "ენმ"-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი მუმლაძემ, რომელმაც ზაურ დარგალის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და თქვა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფრმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მუმლაძე ამბობს, რომ ინციდენტი როვშან ისკანდაროვის მხრიდან დაიწყო და ლაშა ქველაძეს ორგანიზებულად დაესხა თავს. ამტკიცებს, რომ მომხდარი არც სადახლოს და არც სკოლის შენობას  უკავშირდება.

"იდეაში, მეც ვნახე ზაურ დარგალის განცხადება და არის სრული ტყუილი. პირველი, საერთოდ არფერშუაშია სადახლო. რეალურად, როვშან ისკანდაროვი თავს დაესხა ჩვენს აქტივისტებს და პარტიის წევრებს სოფელ დამიაგეურარხში, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული სადახლოდან. როდესაც ჩვენმა წარმომადგენელმა სააგიტაციო მასალა გაავრცელა სადახლოში, ამაზე გაბრაზდა, შეაგროვა ხალხი და ესენი რომ წამოვიდნენ დაედევნა და დაახლოებით 10 კილომეტრში, თავისი მაჟორიტარული ოლქიდან, აქ მოაწყო თავდასხმა. როგორც ვიცი, ლაშა ახლა პოლიციაშია და განაცხადი შეიტანა იმ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასზე განხორციელდა. ველოდებით მართლაც მოხდეს ფაქტის შეფასება ისე, რომ არ იყოს დამახინჯებული და მაქსიალრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ამბავში"

"როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები