„მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოშია“ – „ენმ“-ს მარნეულის ოფისი სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლას ეხმაურება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოს სიის მეორე ნომერი, ლაშა ქველაძე, მიხეილ სააკაშილის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია და ისინი 3 ოქტომბერს, აქციისთვის ემზადებიან.
„ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე იმყოფება საქართველოში, ჩვენ ვემზადებით 3 ოქტომბრისთვის. თბილისში შევხვდებით ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ფართომასშტაბიან აქციაზე. საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და დასრულდეს პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი“


მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია.

„დილა მშვიდობის საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ,“ – წერია მის ფეისბუკ პოსტსში.

მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები