მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია — ღარიბაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღე, 1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ღარიბაშვილმა ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა გარემოებებში დააკაშვეს მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული ორი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ დღეს დილით განაცხადა. მან ფეისბუკის პირა გვერზე ორი ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ის ბათუმშია.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები