49 კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი - მარნეულში სპეციალური საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს
მარნეულის მუნიციპალიტტის მასშტაბით 91 უბანი დღეს, დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ყველა მათგანში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.  როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძე ამბობს , ყველა საარჩევნო უბანი დროულად და მშვიდ ვითარბაში გაიხსნა.

,,დილას 7 საათზე გაიხსნა ყველა უბანი, შესაბამისად ერთი საათი ქონდათ უბნებს იმისთვის რომ შესაბამისი პროცედურები ჩაეტარებინათ, სიმშვიდეა. ჩვენ დავიწყეთ ამომრჩეველთა შესახებ სტატისტიკის მიღება და 10 საათისთვის გვეცოდინება აქტივობა“

მისივე განმარტებით, მარნეულში, ერთი სპეციალური უბანი ფუნქციონირებს, სადაც  კოვიდ ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი ადამიანები აძლევენ ხმას. სიაში  49 ადამიანია.

,, ამ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს შეუძლია ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლებით და აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი“.

დღეს, 2 ოქტომბერს, მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, მარნეულის მერობისათვის, სამი კანდიდატი იბრძვის : ქართული ოცნებიდან კენან ომაროვი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ელდარ მუსტაფაევი და ევროპილი საქართველოდან ახმედ იმამკულიევი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები