დარღვევები რომელიც მარნეულში დაფიქსირდა
მარნეუში ძირითადად საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული წესები ირღვევა

მარნეულის სოფლებში მდებარე საარჩევნო უბნებზე ძირითადად დარღვევები საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მე-12 ნაწილით დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეივა გარიბოვამ თავის ფბ გვერდზე გაავრცელა პოსტი.

გარიბოვამ დაწრა, რომ საარჩევნო უბნებზე დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში ამომრჩევლებს შეუძლიათ ცესკოს დაუკავშირდნენ.
წარმოგიდგენთ თეივა გარიბოვას მიერ გავრცელებულ პოსტს:

„ამჟამად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში ძირითადად 45 მუხლის მე-12 ნაწილით ფიქსირდება დარღვევები. ასეთ შემთხვევებში ცესკოს დაუკავშირდით (აზერბაიჯანულ ენაზე მომსახურეობა არის). ვაფიქსირებთ, თავიდან ასაცილებლად კომისიის წევრებს ვუკავშირდებით.

ინფორმაციისთვის: 45 მუხლი - წინასაარჩევნო აგიტაცია 12. საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 25 მეტრ მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია. საარჩევნო უბანზე ან საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანების შეკრება და ამომრჩევლების დარეგისტრირება დაუშვებელია. საკონტაქტო ნომერი:‭+995 32 2 510 051‬."
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები