მარნეულში კომისიის წევრები ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებზე ზეწოლას ახდენდნენ
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა ამ დროისათვის დაწერეს 14 საჩივარი და 22 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების პროცესის პირველად შეფასებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.


მარნეულში კომისიის წევრები ადამიანის ულებათა ცენტრის მონიტორებზე ზეწოლას ახდენდნენ
მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის #48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე – ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაციაა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ უბანზე საჩივარი დაწერა.


droa.ge 


Print