83-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში პარტია "გირჩის" წევრის მხდომარეობა საშუალოდ მძიმეა
სოფელ ყიზილ-აჯლოში 83-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე,დაახლოებით ერთი საათით ადრე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, როგორც ადგილზე განაცხადეს , ძალადობა,პარტია გირჩის მხარდამჭერის,ირაკლი ქველაძის მიმართ განხორციელდა,ყვებიან,რომ ქველაძეზე იმ დროს იძალადეს, როცა მან არასწორად განთავსებული პირადობის მოწმობები დააფიქსირა,ქველაძე შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,საავადმყოფოში გადაიყვანა,მარნეულის ავერსის კლინიკის ემერჯენსის ექიმი ნინო გოგიძე რადიო მარნეულთან აცხადებს რომ ქველაძის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

,,22წლის მამაკაცი შემოყვანილია,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, მისი გადმოცემით ,თავს უცნობი პირები დაესხნენ,კლინიკურ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე,მისი დიაგნოზია თავის ტვინის შერყევა და მკურნალობას აგრძელებს ნევროლოგიურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა’’.
განაცხადეს ავერსის კლინიკაში.

ყიზილ-აჯლოს 83-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს რომ დაპირისპირება გაუგებრობამ გამოიწვია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები