ქენან ომაროვი 68,01%, ელდარ მუსტაფაევი 28,11%, ახმედ იმამკულიევი 3,88% - მარნეულის მერის არჩევნების შედეგები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, მარნეულის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი კენან ომაროვი გახდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ომაროვმა 31 565 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 68,01%-ია.

მეორე ადგილას ხმების 28,11%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატი ელდარ მუსტაფაევი გავიდა, რომელსაც მხარი 13 047-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

რაც შეეხება ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატ ახმედ იმამკულიევს, მან ამომრჩევლის 1 800 ხმა მიიღო, რამაც არჩევნებზე მისული მოქალაქეების 3,88% შეადგინა.

ოპოზიციური პარტიები მარნეულში გამართულ არჩევნებს უარყოფითად აფასებენ. აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება ყველა უბანზე ხმების გაყალბებით, ამომრჩევლის მოსყიდვით, ძალადობითა და ამომრჩევლის დაშინებით მოიგო, ხოლო „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მარნეულში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები