ლაშა ქველაძე როვშან ისკანდაროვთან მოხმდარი ინციდენტის გამო დააკავეს- გივი ქველაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი ქველაძე აცხადებს, რომ მისი შილი, ლაშა ქველაძე პოლიტიკური პატიმარია.

მამა-შვილი გუშინ, 3 ოქტომბერს, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. მალევე გაანთავისუფლეს გივი ქველაძე, თუმცა ლაშა პატიმრობაში დატოვეს. როგორც რადიო „მარნეულთან“ ოჯახი აცხადებს,  ლაშა ქველაძის დაკავება უკავშირდება 30 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლაშა ქველაძესა და როვშან ისკანდაროვს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„20 მანქანა, დაახლოებით 30 პოლიციის თანამშრომელი იყო. პატრულმა მანქანის გაჩერების მინიშნება მოგვცა. გადმოხტა 30 პოლიციის თანამშრომელი, გადაკეტეს გზა. პირადად პოლიციის უფროსმა დამაკავა მე. ვკითხე რატომ მაკავებდნენ არფერი მითხრეს, ორივე დაკავებულები ხართო.ლაშა ქველაძე არის პოლიტპატიმარი. ის  საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, სიით მეორე და ეს ხდება პოლიტიკურად. „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი რამე მოიფიქრა რომ მოსპონ ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდები. ეს ყველაფერი 30 სექტემბრს უკავშირდება.. როვშან ისკანდაროვმა 30 ადამიანი დაასია ლაშას, ცემეს და გამოიქცა ლაშა ქველაძე ფეხით სოფელ კიროვკიდან, მას დაეწია დათო ქიმაძე და გამოაქცია ფეხით. მე ლაშას დავურეკე და ვუთხარი მიდი განცხადება დაწერე, თორე შენ ამას სხვანაირად შემოგიტრიალებენ-თქო. ლაშა დააკავეს პოლიტიკურად, როვშანი კი აგერ დაგულაობს და ჩვენ დაგვცინის.“ - ამბობს გივი ქველაძე.

მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მუმლაძე და ამბობს, რომ ლაშა ქველაძე არის ძალადობრივი მანქანის მსხვერპლი.

„ზოგადად „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დაეფუძნა ძალადობას და რეპრესიებს. იმიტომ, რომ მათ გამოეცალათ ხალხისგან ლეგიტიმაცია. ლაშა ქველაძე, რომელიც ახლა უკვე არის პოლიტპატიმარი, არის პირდაპირ ამ ძალადობრივი მანქანის მსხვერპლი. მას თავს დაესხა სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი. მინიმუმ ოცდაათიდან ორმოცდაათ კაცამდე დაადევნა თავისი სოფლიდან და 10 კილომეტრში დაეწია. ნადირობენ ამ ხალხზე. ლაშა თავს იცავდა ამ მომენტში, გამოიქცა. მასზე აღძრეს საქმე და ამ ორმოცდაათ კრიმინალთან მიმართებაში არაფერი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია პოლიციას. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რომელიც უნდა დასრულდეს“ - ამბობს მუმლაძე.

რადიო „მარნეული“ ფეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. პასუხის იღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამავე თემაზე:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google