ენმ უარყოფს დარგალის ბრალდებას, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი მათმა მხარდამჭემა დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში, 52-ე საარჩევნო უბანზე, 2 ორტომბერს ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერის დაჭრის ინციდენტს, მარნეულის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, გივი ქველაძე ეხმაურება, ქველაძე უარყოფს ფაქტს, რომ დამნაშავე ვითომ ენმ-ს მხარდამჭერია.

,,უკვე 20 წელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ, ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ამიტომ პარტიის მხარდამჭერებს და წევრებს ყველას ვიცნობ ,ეს პიროვნება კი არასდროს არ მინახავს, ამ ადამიანს აქვს კრიმინალური წარსული,დაახლოებით 30 წელი იჯდა ციხეში, ახლა კი ზუსტად ვიცი და ამას დამიდასტურებს კიდეც სოფელ დაშტაფას მოსახლეობა, რომ ეს ადამიანი,არის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, და არა ენმ-ს მხარდამჭერი,როგორც ამას ზაურ დარგალი ამბობს.“ - გვითხრა ქველაძემ.

2 ოქტომბერს პარლამენტარმა, ზაურ დარგალმა სოფელ დაშტაფაში მომხდარი დაჭრის შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებს და აქტივისტებს არანაირი კავშირი არ აქვს ლეიბორისტული პარტიის წევრის დაჭრასთან. მისი თქმით მომხდარი ინციდენტი, ენმ-ს და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

რადიო “მარნეული” საკითხთან დაკავშირებით მარნეულის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ალი ბადიროვს დაუკავშირდა, ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირი რომელმაც მისი მხარდამჭერი არჩევნების დღეს დაჭრა, ქართული ოცნების წარმომადგენელია და აქვს კრიმინალური წარსული.

,,ადამიანი რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა,არის კრიმინალური წარსულის მქონე, და არის ქართული ოცნების მხარდამჭერიც,თუმდა იმ ფაქტს ვერ დავადასტურებ,რომ მათ ურთიერთობაში პირადი პრობლემები ქონდათ, რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერის ჯანმრთელობის მდგომარეობას,მას უკვე ოპერაცია გაუკეთდა,მუცლის არეში ქონდა ჭრილობა და გუშინ მის სანახავად ჩვენი ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა’’. - გვითხრა ბადიროვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები