პროკურატურამ ლაშა ქველაძეს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ლაშა ქველაძეს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი.-ს.

სამართალდამცველებმა ლ.ქ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ ლ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. - წერს პროკურატურა.

ამავე თემაზე:

ლაშა ქველაძე როვშან ისკანდაროვთან მოხმდარი ინციდენტის გამო დააკავეს- გივი ქველაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები