აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის უკვდავსაყოფად მისი ოჯახის წევრები მარნეულის მერს შეხვდნენ

29 დეკემბერს აფხაზეთის ომში დაღუპული მარნეულელი ენვერ ჰუმბათოვის სახელის უკვდავსაყოფად ადგილობრივ თვითმმართველობში პეტიცია შეიტანეს.

პეტიციის წარდგენას ჰუმბათოვის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ომში დაღუპული გმირისათვის ბიუსტის გახსნის ან ქუჩისათვის მისი სახელის მისანიჭებლად მარნეულის მერს კენან ომაროვს შეხვდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აფხაზეთის ომში დაღუპული ენვერ ჰუმბათოვის ქალიშვილი აცხადებს, რომ მერთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

„შეხვედრა ძალიან კარგად ჩატარდა, მთელი ოჯახი კმაყოფილი ვართ. დაგვპირდნენ, რომ რაც გაკეთდა, ხელმოწერები შეგროვდა, ყველაფერს გაითვალისიწნებენ. წლებია ამას ველოდით. ახლაც ველოდებით შედეგი რა იქნება. დაპირებები მოგვცეს და დაველოდოთ თუ როგორ იქნება“


აფხაზეთის ომში დაღუპუილი ენვერ ჰუმბათოვის სახელის უკვდავსაყოფად პეტიციის შეგროვების ინიციატივა მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ეკუთვნის. მან დაღუპულის ოჯახის წევრებთან ერთად პეტიცია მარნეულის მერიას 29 დეკემბერს წარუდგინა, მაგრამ მას ოჯახის წევრებისაგან განსხვავებით მარნეულის მერთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

აღსანიშნავია რომ ენვერ ჰუმებთოვი სოფელ ალგეთიდანაა. საბრძოლო მოქმედებებისას ჰუმბათოვმა 25 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა. ენვერ ჰუმბათოვი ვახტანგ გორგასლის ორდენითაა დაჯილდოვებული.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები