მარნეულის მერია 2022 წელს ინტერნეტის მომსახურებაში 21 600 ლარს გადაიხდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის განმავლობაში ინტერნეტით მომსახურეობისათვის შ.პ.ს. „აილინკ“-თან 21 600 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, შ.პ.ს. „აილინკ“-მა ინტერნეტის მიწოდება მარნეულის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში და 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში უნდა განახორციელოს.

„მომსახურება გაწეული იქნება შემდეგ მისამართებზე: სოფ.წერეთელი, სოფ.შულავერი, სოფ.შაუმიანი, სოფ.კასუმლო (ორი წერტილი), სოფ.წერაქვი, სოფ.ქუთლიარი, სოფ. ახკერპი, სოფ.ყიზილაჯლო, სოფ. დამიაგეორარხი, სოფ ყულარი, სოფ.ოფრეთი, სოფ. ალგეთი, სოფ.თამარისი, სოფ. კაჩაგანი, სოფ. ხოჯორნი, სოფ. კაპანახჩი, მერის წარმომაგენელი ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეული ( რუსთაველი N-71); სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური (ქ.მარნეული, რუსთაველის N-69), 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრი.“ - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში

ინტერნეტის მომსახურებასთან ერთად მარნეულის მერიამ 19 საქალაქო ნომრის მომსახურებაც შეიძინა. სილქნეტთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მერიაში არსებულ 19 საქალაქო ნომრის მომსახურებაში ადგილობრივი თვითმმართველობა 3 000 ლარს გადაიხდის.

რადიო „მარნეული“

Print