დეკლარაციის მიხედვით ერთი წლის განმავლობაში ზაურ დარგალს ახალი ქონება არ შეუძენია
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალს 2020 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 30 ინვისამდე ახალი საკუთრება არ შეუძენია.

ზაურ დარგალის მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაცია წინამორბედი დეკლარაციის ანალოგიურია.

დარგალის სახელზე არანაირი მოძრავი თუ უძრავი ქონება არ ფიქსირდება. მისი მეუღლე რენა ნურმამედოვა კი ქალაქ მარნეულში მუსხელიშვილის ქუჩაზე 625 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ამავე ქუჩაზე 50,2 კვ.მ ბინას ფლობს. მიწის ნაკვეთი ნურმამედოვამ ჩუქებით, 2016 წელს, მიიღო, ხოლო ბინა 2018 წელს 15 000 დოლარად შეიძნია.

2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მსგავსად, 2021 წლის ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ დარგალი ნაღდი ფულის სახით 30 000 ლარს ფლობს, რომელიც მან ავტომობილის გაყიდვის შემდგომ მიიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები