მარნეულის მერის მოადგილის როინ დეკანოიძის ქონებრივი დეკლარაცია
მარნეულის მერის პირველი მოადგილის როინ დეკანოიძის მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეკანოიძის საკუთრებაშია სოფელ საიმერლოში და წერეთელში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი და ქალაქ თბილისში მდებარე ბინა, ხოლო მისი მეუღლე ნათია ქერქაძე თბილისში ორ ბინას ფლობს.

2021 წლის 29 ივლისს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, როინ დეკანოიძემ სოფელ საიმერლოში არსებული 2 665 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლებითა და დამხმარე შენობით 2017 წელს რეფორმის პერიოდში გადაიფორმა. 2002 წელს დეკანოიძემ გაიფორმა სოფელ საიმერლოში არსებული 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთიც, ხოლო სოფელ წერეთელში არსებული 1 553 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2020 წელს 1 000 ლარად შეიძნია. დეკანოიძის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მდებარე 67,15 კვ.მ ფართობის ბინა, რომელშიც მან 2012 წელს 13 545 ლარი გადაიხადა.

მარნეულის მერის პირველი მოადგილის ცოლის ნათია ქერქაძის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, დიღმის მასივში, მდებარე 48,6 და 50,3 კვ.მ ბინები რომლებშიც 2018 წელს 21 900 და 23 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

როინ დეკანოიძისა და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული არაა მოძრავი ქონება.

მარნეულის მერის მოადგილის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში, როდესაც დეკანოიძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე იყო, მან ხელფასის სახით 58 761 ლარი მიიღო.

როინ დეკანოიძე მარნეულის მერის მოადგილე 2021 წლის მაისიდან გახდა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ახალმა მერმა კენან ომაროვმა ის მერის პირველ მოადგილედ დანიშნა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები