პლატფორმა "სალამი" პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - სასამართლოს პირველი სხდომა

პლატფომრა სალამის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელის განხილვა, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

"სალამის" მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი სარჩელი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და წესდების კომიტეტის მიერ მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებას ეხება.
რადიო "მარნეულთან" საუბრისას "სალამის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან მამედლი აცხადებს, რომ 12 იანვარს სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა სადაც სასამართლომ საქართველოს პარლამენტს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა.

„აღნიშნული პროტესტი პლატფორმა სალამის კამპანია #გვარიდამიბრუნეს ფარგლებში საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო და წესდების კომიტეტის მიერ მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებას შეეხება. გუშინ ჩატარებულ სასამართლო პროცესზე დეტალებზე არ გადავსულვართ, რადგან მოსამზადებელი პროცესი იყო. ორივე მხარე იყო სასამართლოში მოსული. ჩვენსა და სასამართლოს მიერ მოთხოვნილი საბუთები საქართველოს პარლამენტს უნდა მოეტანა. სასამართლომ პარლამენტს დამატებით 5 დღის ვადა მისცა, რომ ეს საბუთები გადმოგვცეს. შემდგომ კი დეტალური განხილვა გაიმართება და სასმართლოს პროცესი ჩატარდება. მათ ეს საბუთები რომ არ ჰქონდათ წარდგენილი მაგიტომ გადაიდო სასამართლო პროცესი. მომდევნო პროცესი კი მოსამართლემ 21 თებერვალს დანიშნა". - განაცხადა ქამრან მამადლიმ

პლატფორმა სალამის მიერ წარდგენილი კანონპროექტის არმიღების პარალელურად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა. (კანონპროექტის ხელმომწერები არიან: მიხეილ სარჯველაძე, ისკო დასენი, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი, გოგი მეშველიანი, ალუდა გუდუშაური, სამველ მანუკიანი, სოზარ სუბარი და ანტონ ობოლაშვილი). კანონპროექტის მიხედვით, ოფიციალური განცხადებით, შეუსაბამო გავრებთან დაკავშირებით პრობლემები უნდა დარეგულირდეს.

ქამრან მამედლი პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტში რამდენიმე პრობლემური საკითხია.

„მათ მიერ წარდგენილ კანონპროექტში რამდენიმე ადგილას პრობლემა არსებობს. ჩვენ, პლატფორმა სალამი, ვფიქრობთ რომ ამ პროცესში მაქსიმალურად მივიღებთ მონაწილეობას. ასე ვთქვათ, მათ მიერ მიღებული კანონპროექტი უნდა იყოს ისეთი რომ ყველაზე მცირე 27 000 ადამიანის, ჩვენი პროექტის ხელმომწერი ადამიანების, ინტერესები დაცული უნდა იყოს. ანუ თვითონ როგორც უნდათ ისეთი პროექტი არ უნდა დწაერონ, სხვა კანონპროექტი არ მიიღონ. მათი უმეტესობა ჩვენ პროექტებზეა დაფუძნებული და იქედანაა დაწერილი. ასე ვთქვათ, 80 პროცენტი ჩვენი დაწერილი პროექტებია. რამდენიმე ნიუანსი არსებობს, შეიძლება მათ მიერ მიღებული პროექტი ადამიანებისთვის საზიანო იყოს“.

ქამრან მამედლი აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დროებითია, რაც ერთ-ერთი პრობლემური საკითხია.

„შენ უნდა დაადასტურო რომელ ერს, რომელ ჯგუფს ეკუთვნი. აქ ისევ არქივში წასვლა, არქივში მუშაობა და დამატებითი პროცესებია საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფლების საკითხია. ამათი წარდგენილი კანონპროექტი დროებითია, ხუთ წლიანია. ჩვენ ვამბობთ, რომ 5 წლის მერეც სრულწლოვან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება რომ გვარის დაბოლოება შეიცვალონ. ისევ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, თემები. ამათზე მუშაობაზე ვფქირობთ. უბრალოდ, ჯერ კომიტეტის დონეზე განხილვები არ დაწყებულა. ამიტომაც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეს პროცესი შეჩერებულია. კომიტეტები უნდა არსებობდნენ, კომიტეტების დონეზე განხილვები უნდა მიმდინარეობდეს. ჩემი აზრით ეს პროცესი ცოტა კიდევ გაგრძელდება“.

პლატფორმა "სალამის" ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებულმა კამპანიამ საქართველოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრ ადამიანში ინტერესი გააჩინა. მამედლის თქმით, ხელმოწერების შეგროვებისას კარდაკარ სიარულის დროს ადამიანების უმრავლესობა გვარის დაბოლოების შეცვლის სურვილს გამოთქვამდა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები