საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი ორგანიზაციები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მანიფესტს ავრცელებენ
საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციები და მათი წევრები საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით მანიფესტს ავრცელებენ.

მანიფესტის მიზანი, რომელსაც ხელს 19 ორგანიზაცია აწერს, ევროპული უწყებების, საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა დაინტერესებულ მხარესათვის საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ხმის, ხედვებისა და მოსახრებების მიწოდებაა.

"საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის  ორგანიზაციები და თემის სამოქალაქო აქტივისტებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრესი გარანტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას რადგან - იგი იცავს არადომინანტური ჯგუფების უფლებებს; ქმნის სამართლიან და თანასწორ სისტემებს; უზრუნველყოფს თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და მრავალფეროვანი ჯგუფების ღირსეულ აღიარებას; სთავაზობს ხარისხიან და პროფესიონალურ განათლებას. ევროპა ჩვენთვის არის სივრცე სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სიტყვის თავისუფლება დაცულია". - აღნიშნულია მანიფესტში

გთავაზობთ საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციების მანიფესტს:

"საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი ეთნიკური ჯგუფის სათემო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მანიფესტი:

საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციები და მათი წევრები ვეხმიანებით ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის სტატუსის მინიჭებას.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. გვინდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს გულითადად მივულოცოთ ეს დიდებული ამბავი! სამწუხაროა, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი სათემო ორგანიზაციების მანიფესტის მიზანია ევროპულ უწყებებს, საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საქართველოს აზერბაიჯანული თემის ხმა, ხედვა და მოსაზრებები მიაწვდინოს.

საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციებსა და თემის სამოქალაქო აქტივისტებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრესი გარანტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას რადგან - იგი იცავს არადომინანტური ჯგუფების უფლებებს; ქმნის სამართლიან და თანასწორ სისტემებს; უზრუნველყოფს თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და მრავალფეროვანი ჯგუფების ღირსეულ აღიარებას; სთავაზობს ხარისხიან და პროფესიონალურ განათლებას. ევროპა ჩვენთვის არის სივრცე სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სიტყვის თავისუფლება დაცულია.

ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ვირჩევთ საქართველოს თავისუფალ, თანასწორ, სამართლიან მომავალს. ჩვენ ვირჩევთ ევროპულ განათლებასა და ევროპულ ფასეულობებს. შესაბამისად, მივმართავთ ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, ევროპის პარლამენტსა და სხვა ინსტიტუტებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ ჩვენი, საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა და პოზიცია".

მანიფესტს ხელს აწერენ:
1. სოლიდარობის მუზეუმი
2. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
3. ჰიუგე
4. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
5. თვითგანვითარების ცენტრი
6. წითელი ხიდი
7. მწვანე აზროვნება
8. დმანისის თემთა განვითარების ხელშეწყობის ცენტრი
9. ინვესტორი
10. სივრცე მრავალფეროვნებისათვის
11. სადახლოს ახალგაზრდული ცენტრი
12. ალგეთის ახალგაზრდული ცენტრი
13. დამია გიორარხის სათემო ცენტრი
14. ბიზ საბავშვო თეატრი
15. საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდების კავშირი
16. კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტრი
17. იორ-მუღანლოს სათემო ცენტრი
18. განვითარებისა და განათლების ცენტრი
19. ახალგაზრდა ცხოვრება - საქართველო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები